“ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:
თუკი სადმე წესიერი მოსამართლის შესახებ რამეს გაიგებთ, ეგ ინფორმაცია აუცილებლად შევაგროვოთ და დავიმახსოვროთ – წესიერი და პატიოსანი მოსამართლე დაფასდება ამ ქვეყანაშიც ბოლო-ბოლო მალე და დაგვჭირდება.
შეგახსენებთ, გვერდი, იცნობდე შენს მოსამართლეებს, აქვეყნებს:
2023 წლის 29 ივნისს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ – ლიკა ბოკერიამ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული 2 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა სამართალდარღვევაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობის გამო.
საქმე ეხებოდა 2023 წლის 20 მაისს ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარემოვლენებს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისერგეი ლავროვის ქალიშვილის ოჯახის წევრების მიერ საქორწილო ცერემონიისსაქართველოში აღნიშვნას აპროტესტებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის კანონიერიმოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
კომენტარები