“ცესკოს” ყოფილი თანამშრომელი, ივანე ბურდული, ამომრჩეველთა ბინაზე არარსებული, უცხო პირების მიწერას იუსტიციის სამინისტროს უკავშირებს. ივანე ბურდული გადაცემა „დღის სტუმარში“ აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა სიებს სწორედ იუსტიციის სამინისტრო ამუშავებს და “ცესკოს” გადასცემს, ეს სიები კი, საარჩევნო მანიპულაციის საგანი ხდება.
“ძალიან ბევრი ადამიანის გულისტკივილი იყო ამ არჩევნებზე, რომ იგი თავის მისამართზე აღმოაჩენდა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო ჩაწერილი, ნაცვლად მხოლოდ ოჯახის წევრებისა, შესაბამისად, ეს ბოლო პერიოდი იყო და ვეღარ ახდენდა ამომრჩველი ამაზე რეაგირებას. ეს ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ ეს ხალხი არის “მიწერილი”, – ამბობს ივანე ბურდული.
ივანე ბურდული იუსტიციის სამინისტროში კონკრეტული პირების სახელს და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს და ფიქრობს, რომ პროცესში მთელი სისტემაა ჩართული.
როგორც ივანე ბურდული ამბობს, იუსტიციის სამინისტროდან “ცესკოში” გაგზავნილი სიები შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებს მიეწოდება. არსებობს ორი სახის – კედლის და სამაგიდო – სიები. კედლის სიები საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრეა გაკრული, ხოლო სამაგიდო სიები, ახალი საარჩევნო ცვლილების მიხედვით, კომისიას 12 საათით ადრე გადაეცემა, რაც მისი შემოწმების შესაძლებლობას აღარ იძლევა.
სამაგიდო სიებსა და კედლის სიებს შორის არსებული შეუსაბამობა კი, ბურდულის თქმით, მანიპულაციის საშუალებას იძლევა.
ცნობისთვის, ივანე ბურდული “ცესკოში” საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 6 ნოემბერს დატოვა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, წულუკიანმა ივანე ბურდულს ცესკო-ში ჩანერგილი უწოდა, 8 წლის მერე მმართველობიდან – ჩანერგილი იპოვნა ცესკოში – ტაში.
თამარ ჟვანია უნდა გადავაყენოთ, ქალბატონო თეა, ჩანერგილები ჰყოლია ამდენი წელია უწყებაში და ვერ გაურკვევია, მაგრამ, თქვენ გცოდნიათ, რომ ჩანერგილი ჰყავდა თამარ ჟვანიას და ერთი გუნდი არ ხართ? ვერ უთხარით? თუ არ დაგიჯერათ?
კომენტარები