კოტე კემულარია „ დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“-ს წევრი:
“ცესკო, რომ მართავდა გაყალბებას, ამის დამადასტურებელი ბევრი მტკიცება დაგროვდა. პირველი ის არის ,რომ 23 საათის შემდეგ, ოქმების ატვირთვა შეჩერდა. ამას კი, თამარას გარდა ვერავინ იზამდა – ცესკოს კომპიუტერში დაუბალანსებელი ოქმი ვერ აიტვირთება, პროგრამა გამოაგდებს. ე. ი. მოსყიდვა და დაშინება რომ ვერ გამოდგა სათანადო ხმების შესაგროვებლად, ცესკო უპრეცედენტო დანაშაულზე წავიდა-გამორთო გაყალბების საწინააღმდეგო პროგრამა /24 საათზე/ და დაიწყო ოქმების გადაკეთება ოცნების სასარგებლოდ და დაუბალანსებელი ოქმების ატვირთვა. ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება. როგორც კი დაინტერესდება გამოძიება როგორ აიტვირთა დაუბალანსებელი ოქმები, იქვე ნათელი გახდება რა ჩაიდინეს.”
კომენტარები