საპატრიარქოში გარდავლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც გაირკვა, საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა.
„პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე. იქვე ჩატარდა პანაშვიდიც“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.
როგორც ჩანს, პატრიარქსაც არ სჯერა, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავის მოკვლა შეეძლო. როგორც “ალიასთვის” გახდა ცნობილი, საპატრიარქომ საქმის მასალებზე ისაუბრა ოჯახთან –
“საქმის მასალებზე სასაუბროდ დაიბარეს, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ, თორემ, ისე მხოლოდ ამ ერთი წინადადების თქმა რომ სდომნოდათ, ისედაც შეუთვლიდნენ თანხმობას. ბაჩალიაშვილის ოჯახს ბევრ ჭორს აუგორებენ, მაგრამ ისინი მართლმადიდებლები არიან და უფლის ძალიან სწამთ.” – გვიყვება წყარო
კომენტარები