ნინო მჭედლიშვილი, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში” წერს:
“ე.ი. სასო წარმეკვეთა კი არა, ისეთი გაცოფებული ვარ, ჩვეულებრივ ცეცხლს ვაფრქვევ პირიდან. ხვალ რომ მიუვარდები სილქნეტს ოფისში სავარაუდოდ “გადავწვავ” იქაურობას!!!!13 იანვრიდან დაზიანებულია ინტერნეტის კაბელი და ტელევიზია. 4 დღეა ვერ მოხერხდა ტექნიკური ჯგუფის გამოგზავნა მისამართზე რომ შეაკეთონ კაბელი. რასაც ვისმენ, არის ის რომ “გადასცეს”!!!!ტელევიზიას ვინ ჩივის, რემოუთად ვმუშაობ სახლიდან და ყველა გზა მაქვს გადაკეტილი ვადებში სამუშაოს ჩაბარების.
Silknet – სილქნეტი თქვენ ხართ სრულიად უპასუხისმგებლო და შეუმდგარი კომპანია, რომელსაც ხელშეკრულებით ევალება მსგავსი ხარვეზის მაქსიმუმ!!! ვიმეორებ … მაქსიმუმ 24 საათში მოგვარება. 4-ჯერ 24 საათი გავიდა უკვე. ქვეკონტრაქტორები (ვინც ემსახურება ამ სერვისს?) ჰყავთ ისეთი უპასუხისმგებლოები რომ ჯერ არავის დაურეკავს, სავარაუდო აღდგენის დრო რომ ეთქვა და ასე მათ მოლოდინში სახლიდანაც ვერ გავედი რომ სხვაგან ვიმუშაო.”
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია “სილქნეტი” მომხმარებელს უპასუხებს, მის პასუხს აქვე განვათავსებთ.
კომენტარები