“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი საარჩევნო ბლოკ “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.
“თქვენ იცით გაერთიანებულ ოპოზიციაში რამდენი პარტია არის და რამდენი სუბიექტი არის. პროგრესი და თავისუფლება შეუერთდა ამ გაერთიანებას და ეს ბოლო შემოერთება არ იქნება, ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ. სიების წარდგენის დროისთვის ყველაფერს გაიგებთ, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან და ძალიან ბევრ პარტიასთან მიდის მოლაპარაკება… ცეზარ ჩოჩელიც მაჟორიტარი იქნება”
კომენტარები