უცნაური ამბავი მოხდა ჩიკაგოში. ციდან თვითმფრინავის საბურავი ჩამოვარდა და სახლის ეზოში დაეცა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა. საბურავი მცირე ზომის თვითმფრინავს ეკუთვნოდა.
მფრინავმა აღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ შენიშნა, რაც თვითმფრინავი აეროდრომზე დაეშვა.
სახლის მეპატრონის განცხადებით, ვის ეზოშიც შემთხვევა მოხდა, დავარდნის ხმა ძალიან ძლიერი იყო. ოჯახის წევრები შეშინდნენ, რადგან იფიქრეს, რომ მათ ეზოში მეტეორი ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, მომხდარზე ტრანსპორტის გაუმართაობის მუხლით შესაბამისი მოკვლევა დაიწყო.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები