ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“15 აპრილიდან, როგორც გავრცელდა ინფორმაცია მოკლევადიან პაემნებსაც უკეტავენ პატიმრებს კვლავ, რომ თავპირშეფუთულ ოჯახის წევრებსაც ვერ შეავლონ თვალი. ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები, როგორ მუშაობს ვნახეთ.
აუცილებლად ციხეების ბუნტს მიიღებს ხელისუფლება და ეს პროცესი შეუქცევადია!
მკვდარი ცხოველების დონეზე დაიყვანეს პატიმრები, მიხვეტავენ, რომელ კუთხეშიც უნდათ და გადაკეტავენ.
ამნისტია სასაცილო, ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებში კორუფცია გუგუნობს, დასცინიან ამ გასაცოდავებულ ხალხს და მოთმინებას ცდიან ბოლო წუთამდე.
ესენი ძალიან ცუდად დაასრულებენ!”
კომენტარები