დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„იმათ საყურადღებოდ, ვისაც ყურზე მოხვდა ან გადაჭარბებულ შეფასებად მიიჩნია წინა პოსტში ნახსენები “სიკვდილის ექსპორტი”- ტერმინი გამოყენებულია სახალხო დამცველის 2012 წლის საანგარიშო მოხსენებაში, როგორც დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ სიკვდილობის კატასტროფული სტატისტიკის შემცირების მიზნით, პენიტენციური სისტემა, იუსტიციასთან შეთანხმებით თავიდან იცილებდა მომაკვდავ პატიმრებს ტერმინალური სტადიის აგონიის ფაზაში და სამოქალაქო კლინიკებში გადაჰყავდა ნდობით აღჭურვილი მენეჯმენტის იმედად, რომ ისინი მიხედავდნენ და გარდაცვლილიც რომ ყოფილიყო მიღების მომენტში, მაინც დაწერდნენ ეპიკრიზს და გაიფორმებდნენ როგორც ცოცხალს, რომ ისედაც ტრაგიკული სტატისტიკა ციხეებში გარდაცვლილთა წლიური რაოდენობის შესახებ კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო. სწორედ იგივე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, ციხის ცნობილი კადრების გავრცელების შემდეგ 2012 წლის სექტემბერში სააკაშვილის პირადი მოთხოვნის შედეგად გადადგა პოსტიდან და ჩაიბარა პენიტენციური სისტემა, რომ ყველა დაწესებულების გარე და შიდა მეთვალყურეობის ამსახველი ციფრული ინფორმაცია გაენადგურებინა ერთადერთი მიზნით, – ის ხელში არ ჩავარდნოდა ახალ ხელისუფლებას. სოზარ სუბარს მშვენივრად მოეხსენება, რაზეა აქ საუბარი!!!“
კომენტარები