ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი, იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, სოციალური ქსელით:
“საქართველოს ციხეებში განთავსებული პატიმრების მიმართ დარღვეულია საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები სრულად.
თითქმის ერთი წელია პატიმრებს
1. აკრძალული აქვთ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება
2. აკრძალული აქვთ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება
3. აკრძალული აქვთ დამცველთან ინდივიდუალურად შეხვედრის უფლება
4. აკრძალული აქვთ ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება
5. მსჯავრდებულების არ ეძლევათ აღნიშნულ პრობლემებზე თავისუფლად საუბრის უფლება ციხეებში გაბატონებული კანონსაწინააღდმეგო რეჟიმის გამო.
ყოველივე ზემოთაღნიშნული კი ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო დონეზე გარანტირებულ უფლებებს პატიმრების მიმართ, ის მიექანება სამართლებრივი დასასრულისკენ, უფსკრულისკენ და საკუთარ ერს წირავს გაბოროტებული, ფსიქიკადანგრეული, ემოციურად განადგურებული პატიმრების გათავისუფლების შემდეგ მათგან მომდინარე რეალური საფრთხისთვის, რადგან არ შეიძლება ადამიანს ჩამორთვა სასიცოცხლო უფლებები, დაიყვანო ცხოველის დონეზე და შემდეგ მისგან ადამიანურის მოლოდინი იქონიო.
ჩვენ როგორც ჩანს, ჩვენ აღარ ვართ ევროპული ოჯახის წევრი და ვართ კამბოჯის სამეფოს მძევალი სახელმწიფო, რადგან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის დაწესებულ სტანდარტებს, ფაქტია აღარ ვითვალისწინებთ.
საერთაშორისო სტანდარტები:
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პატიმრებს უნდა მიეცეთ ნებართვა, რაც შეიძლება ხშირად იქონიონ ურთიერთობა თავიანთ ოჯახებთან, სხვა პირებთან და გარე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან წერილით, ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ასევე ისარგებლონ ამ ადამიანებთან პაემნის უფლებით. კომუნიკაციები და პაემნები შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებსა და მონიტორინგს, რომელიც საჭირო იქნება სისხლის სამართლის გამოძიების გასაგრძელებლად, წესრიგის შესანარჩუნებლად, უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად და სისხლის სამართლის დანაშაულთა აღსაკვეთად, დანაშაულის მსხვერპლთა დასაცავად, თუმცა სასამართლო ხელისუფლების მიერ დაწესებული ასეთი შეზღუდვები, უნდა აკმაყოფილებდეს კონტაქტის დასაშვებ მინიმალურ დონეს. ეროვნული კანონმდებლობა უნდა აკონკრეტებდეს ეროვნულ/საერთაშორისო ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებთან კომუნიკაციაც პატიმრებს არ უნდა შეეზღუდოთ. ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს პატიმრებს გარე სამყაროსთან ადეკვატური კონტაქტის შენარჩუნებაში და უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი მხარდაჭერით. ნებისმიერი ინფორმაცია პატიმრის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სერიოზული ავადმყოფობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პატიმარს. როდესაც გარემოებები იძლევა ამის საშუალებას პატიმარს უფლება უნდა მიეცეს დატოვოს ციხე ან ბადრაგის თანხლებით ან მარტომ, ავადმყოფი ნათესავის მოსანახულებლად, ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში, ან სხვა მიზნით. პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება დაუყოვნებლივ შეატყობინონ თავიანთ ოჯახებს დაპატიმრების, სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, ან სერიოზული დაავადებისა თუ დაზიანების შესახებ. ციხეში პატიმრის მიყვანისას, ასევე პატიმრის გარდაცვალებისას, მისი მძიმე ავადმყოფობის, ან საავადმყოფოში პატიმრის გადაყვანის შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაციამ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მის მეუღლეს ან პარტნიორს, ან თუ პატიმარი დაუოჯახებელია, მის უახლოეს ნათესავს ან პატიმრის მიერ დასახელებულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პატიმარმა თვითონ ითხოვა შეუტყობინებლობა. პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება რეგულარულად შეიტყონ საზოგადოებრივი საქმეების შესახებ, ამისათვის გამოიწერონ და იკითხონ გაზეთები, პერიოდული გამოცემები და სხვა პუბლიკაციები, მოუსმინონ რადიოს ან სატელევიზიო გადაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული აკრძალვაა დაწესებული სასამართლო ხელისუფლების მიერ. პატიმრებს უნდა მიეცეთ მას-მედიასთან ურთიერთობის ნებართვა, თუკი არ არსებობს ასეთი კომუნიკაციის აკრძალვის ანგარიშგასაწევი მიზეზი უსაფრთხოებისა და უშიშროების მოსაზრებიდან გამომდინარე, რომელიც განპირობებულია საზოგადოებრივი ინტერესით ან დაზარალებულის თუ სხვა პატიმრების ან პერსონალის დაცვის ინტერესებით.
1 გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სასამართლოს სპეციალური გადაწყვეტილება დროის განსაზღვრულ პერიოდზე და კონკრეტულ შემთხვევებზე, მიუსჯელ პატიმრებს უნდა ჰქონდეთ ვიზიტები და იყვნენ უფლებამოსილნი იკონტაქტონ საკუთარ ოჯახთან და სხვა პირებთან ისეთივე წესების დაცვით, როგორც მისჯილმა პატიმრებმა; უნდა გააჩნდეთ დამატებითი ვიზიტები და დამატებითი ხელმისაწვდომობა სხვა სახის კომუნიკაციაზე; უნდა გააჩნდეთ ხელმისაწვდომობა წიგნებზე, გაზეთებსა და სხვა საინფორმაციო საშუალებებზე.
2 1 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია REC(2006)2 წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპულ ციხის წესებთან დაკვშირებით (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 11 იანვარს მინისტრთა მოადგილეების 952-ე შეხვედრაზე), მუხლი 24. 2 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია REC(2006)2 წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპულ ციხის წესებთან დაკვშირებით (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 11 იანვარს მინისტრთა მოადგილეების 952-ე შეხვედრაზე), მუხლი 99. 7 „მანდელას წესების“ თანახმად, პატიმარს უფლება აქვს, აუცილებელი ზედამხედველობის ქვეშ, დროის რეგულარული შუალედებით ურთიერთობა იქონიოს ოჯახთან და მეგობრებთან წერილობითი გზით, ან თუ ეს შესაძლებელია, ტელეკომუნიკაციის, კომუნიკაციის ელექტრონული, ციფრული და სხვა სახის საშუალებების მეშვეობით, ასევე ვიზიტების (პაემნების) მეშვეობით. სადაც ხანგრძლივი პაემნები ნებადართულია, მათი გამოყენება უნდა ხდებოდეს დისკრიმინაციის გარეშე, ხოლო ქალები ამ უფლებით უნდა სარგებლობდნენ მამაკაცებთან გათანაბრებული პირობებით. ვიზიტის განხორციელებისთვის საჭიროა, არსებობდეს დადგენილი პროცედურები, ხოლო ვიზიტებისთვის გათვალისწინებული შენობა უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან და თანაბარ ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით.
3 პატიმრების განთავსება შეძლებისდაგვარად უნდა ხდებოდეს მათ საცხოვრებელთან ან სოციალური რეაბილიტაციის ადგილებთან ახლოს. ციხის ტერიტორიაზე მნახველთა დაშვება დამოკიდებულია შემოწმების გავლასთან დაკავშირებით მათ თანხმობაზე. მნახველს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეცვალოს გადაწყვეტილებადა უარითქვას შემოწმების გავლაზე. ასეთშემთხვევაში, ციხის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, უარი უთხრას მას ციხის ტერიტორიაზე დაშვებაზე. მნახველთა დაშვების პროცედურები და შემოწმება არ უნდა იყოს დამამცირებელი. მაქსიმალურად უნდა იქნეს არიდებული სხეულის სიღრმისეული შემოწმება და იგი არ უნდა გამოიყენებოდეს ბავშვების მიმართ.
4 ნებისმიერი პატიმარი უზრუნველყოფილი უნდა იქნას შესაბამისი შესაძლებლობით კომუნიკაცია და კონსულტაციები იქონიოს დამცველთან დაყოვნების, მოსმენისა და ცენზურის გარეშე, სრული კონფიდენციალობის დაცვით და მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. კონსულტაციები შესაძლოა, მიმდინარეობდესციხის ადმინისტრაციისმხედველობისარეში, მაგრამარა სმენისფარგლებში. ისეთ შემთხვევებში, როდესაც პატიმარი არ ლაპარაკობს ადგილობრივ ენაზე, ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური თარჯიმნის მომსახურება. როგორც სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტიდან მოწოდებულ წერილშია აღნიშნული, იმ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, ხელმისაწვდომია შესაბამისი ენის სპეციალისტის უფასო მომსახურება, თუმცა კითხვაზე რომელი ენის მცოდნე პირები და რომელ დაწესებულებებშია ხელმისაწვდომი, ინფორმაციის მოწოდება არ განხორციელებულა. უცხოელ პატიმრებს უნდა შეექმნათ პირობები მათი ქვეყნის დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის. პატიმრებს, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან არიან, რომელთაც არ გააჩნათ დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, აგრეთვე ლტოლვილებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, უნდა ეძლეოდეთ კონტაქტების ასეთივე საშუალება იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რომელიც თავის თავზე იღებს მათი ინტერესების დაცვას ან ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის ფუნქციებშიც შედის ასეთი პირობების დაცვა.
5 პატიმრებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ რეგულარულად გაეცნონ ახალი ამბების ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს, გაზეთების, პერიოდული ან სპეციალური საუწყებო პუბლიკაციების, რადიოს, ლექციების ან სხვა ისეთი საშუალებებით, რომლებიც ნებადართული და კონტროლირებადია ადმინისტრაციის მიერ. ყოველ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ბიბლიოთეკა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კატეგორიის პატიმრის მოთხოვნებს. ის უნდა იყოს ადეკვატურად მომარაგებული როგორც მხატვრული, ისე სპეციალური ლიტერატურით.
6 იმ დაწესებულებებში, სადაც საკმარისი რაოდენობით არიან ერთი სარწმუნოების პატიმრები, უნდა დაინიშნოს იმ კულტის კვალიფიციური მსახური, ან მიეცეს შესაბამისი რიტუალების ჩატარების უფლება. თუ ამგვარი პატიმრების რიცხვი საკმაოდ დიდია და არსებობს შესაძლებლობა, ასეთი კულტის მსახური უნდა დაინიშნოს სრული განაკვეთით. კულტის მსახურს, რომელიც დაინიშნება ან დაშვებული იქნება დაწესებულებაში უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაატაროს რელიგიური რიტუალები და ამისთვის გამოყოფილდროს, რელიგიურთემებზე სასაუბროდპერიოდულადგანმარტოებითშეხვდეს მისი სარწმუნოების წარმომადგენელ პირებს. არ შეიძლება პატიმრების შეზღუდვა ნებისმიერი სარწმუნოების კვალიფიციურ წარმომადგენელთან ურთიერთობაში. მეორეს მხრივ, თუ პატიმარი აპროტესტებს კულტის მსახურისვიზიტებს, მისიპოზიციასრულიპატივისცემითუნდაიქნასაღქმული. შესაძლებლობისფარგლებში, ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს თავისი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. მას უნდა შეეძლოს დაწესებულების შიგნით რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა და გააჩნდეს საჭირო რელიგიური ლიტერატურა.
7 სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, ეროვნული და სოციალური კუთვნილებისა, აქვთ საშუალება სურვილისამებრ შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიის/კულტის წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში 2014-2018 3 გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ (ნელსონ მანდელას წესები), წესი 58. 4 იქვე, წესი 59-60. 5 გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ (ნელსონ მანდელას წესები), წესი 61-62. 6 იქვე, წესი 63-64. 7 იქვე, წესი 65-66. 8 წლებში ვიზიტს ახორციელებდნენ სხვადასხვა რელიგიის/კულტის წარმომადგენლები. თუმცა 2014-2018 წლების დეტალური სტატისტიკა გადმოგზავნილი არ ყოფილა (არ მუშავდება). „განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პატიმარსა და მის ოჯახს შორის კავშირების შენარჩუნებას და განმტკიცებას, რაც ემსახურება ორივე მხარის ინტერესებს. პატიმრობის დასაწყისიდანვე საჭიროა მომავალზე ფიქრი, რომელიც ელის პატიმარს ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ამიტომ მას უნდა გაეწიოს დახმარება იმ პირებთან და უწყებებთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და გამყარებაში, რომლებიც ციხის გარეთ არიან, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან მისი ოჯახის ინტერესები და ხელი შეუწყონ მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას გათავისუფლების შემდეგ.”
8 ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, მიმოწერა, სატელეფონო ზარები და პაემნები მაქსიმალური სიხშირითა და პრივატულობის სრული დაცვით უნდა იქნას დაშვებული. თუ არსებობს გარკვეული საფრთხე, ან რისკის შეფასება იძლევა საფუძველს, შესაძლებელია ამ კონტაქტების განხორციელებას ახლდეს გარკვეული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება, როგორიც არის მაგალითად მიმოწერის მონიტორინგი ან პაემანზე შემომსვლელ პირთა შემოწმება როგორც შემოსვლისას, ასევე გასვლისას. ხელი უნდა შეეწყოს ასევე გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა გაზეთებზე, რადიოსა და ტელევიზორზე, გარედან შემომსვლელ პირებთან კომუნიკაციაზე ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იქნას გაწეული ციხიდან ხანმოკლე გასვლის სხვადასხვა ფორმების გამოყენებისთვის.”
კომენტარები