თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაალიკაშვილი, ახმედ ჩატაევის თანამზრახველს, ბაადურ ჩოფანაშვილის ჩვენებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას სიმართლეს ათქმევინებს.
“მან ტყუილი ჩვენება მისცა საკუთარი ტყავის გადასარჩენად. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებს შეუთანხმდდა.
ჩემთვის ის არაფერს წარმოადგენს. მას ციხეს სანატრელს გავუხდი. 13 წელს კი არა 33 წელს გავუხდი სანატრელს.
ის პირდაპირ ყურანზე დაიფიცებს. ვაიძულებ ყურანზე დაიფიცოს, რომ ამ საქმეში მე და ჩემი შვილი ვიყავით გარეულები.
მას დააწერინეს, გამოიყენეს. ამას არც არც საპროცესო ჰქვია და არც აღიარებითი ჩვენება’- აცხადებს მაჩალიკაშვილი.
ციხიდან გათავისუფლებული ჩოფიკაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირწმუნება, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახი ჩატაევის საქართველოში ჩამოყვანის სანაცვლოდ ფულს ითხოვდა.
კომენტარები