„ამნისტიის თემას თქვენ მიაყენეთ სერიოზული დარტყმა, იმიტომ, რომ მოამზადეთ არასერიოზულად, ძალიან სერიოზული საკითხი ძალიან არასერიოზულად გამოიტანეთ საზოგადოების წინაშე“, – ამ განცხადებას „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე „გირჩის“ დეპუტატის ვახო მეგრელიშვილის მისამართით აკეთებს.
ჩიხრაძის თქმით, ამნისტიის პროექტი ოპოზიციასთან არ იყო შეთანხმებული. თუმცა ოპოზიციის წევრი თვლის, რომ „გირჩის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი არასერიოზულია.
თქვენ თვითონ ამბობთ იმას, რომ პედოფილები შეიძლება ამ წუთში არ სხედან იქ, მაგრამ თუ ისხდებოდნენ მათ შეეხებოდათ. ამნისტია მარტო ის კი არ არის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ შემთხვევაში და პოლიტიკურ მოცემულობაში საზოგადოება თანხმდება, რომ ესა და ეს კატეგორია ადამიანებისა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე გარეთ გამოდის.
გეთანხმებით, რომ არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ძალიან ბევრი ადამიანი არის შესაძლოა საპატიმროში. ნარკოპოლიტიკა არ არის ჰუმანური და შესაბამისად, ბევრი ადამიანია ამ კუთხით, მაგრამ ეს პრინციპი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ასეთ ჰარიჰარალო დამოკიდებულებამდე მივიდეთ – ციხეს საერთოდ რათ უნდა რკინის კარები, ამ განწყობას მიტოვებს თქვენი ეს დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ეს არ არის სერიოზულად მომზადებული საკითხი. ისე მოხდა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან სრულად არ აღმოჩნდა შეთანხმებული, თქვენ ამბობთ, რომ ქართულ ოცნებასთან არ არის შეთანხმებული, ეს არის ფუჭი გასროლა და დისკრედიტაცია ამნისტიის,“ – ამბობს ჩიხრაძე.
“ლელოს” წევრის პოზიცია მიუღებელი და გაუგებარია ვახო მეგრელიშვილისთვის.
ვერაფერი ვერ გავიგე, რაში მდგომარეობდა ჩვენი ზერელე დამოკიდებულება,” – ამბობს მეგრელიშვილი.
კომენტარები