აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას ” წევრის ირაკლი ფანგანის დაკავების მოთხოვნით სამართალდამცველებისთის არ მიუმართავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:
„მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა მის მიმართ გარდა იმისა, რომ არაადამიანურად მოიქცა. დანარჩენი, სამართლებრივად მისთვის არ მიჩივლია და არც ვაპირებ. უბრალოდ, თავად გაავრცელეს ეს კადრები და პოლიციამ მისცა სამართლებრივი შეფასება.
ციხეში კარგს ვერაფერს ისწავლის, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება, ზრდილობა ოჯახში ისწავლება. სამწუხაროდ, მშობლებმა ხელი მიაკლეს ეტყობა.
ეტყობა წააქეზეს ეს აქტივისტი. როგორც გამოჩნდა მთავარი წამქეზებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია იმიტომ, რომ გააშეარა და მოუწონა ეს საქციელი. არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიერ, არამედ იმ ადამიანების მიერაა წაქეზებული, ვინც ამ ქმედებას ამართლებს”
შეგახსენებთ, ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის გუშინ დააკავეს.
კომენტარები