ადვოკატი, ლექტორი, ლევან მახარაშვილი, სოციალური ქსელით, თეა წულუკიანს პასუხობს:
“ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას !
ციხეში ხომ შევდივარ დახეული ჯინსებით, მაგრამ ამაზე სავალალო ის არის, რომ ხშირად ლექციებსაც ვატარებ დახეული ჯინსებით
P.S. ქალბატონ თეას არ უთხრათ, მაგრამ როდესაც პროკურორი ვიყავი, პირადად მე (ასევე ჩემს გამომძიებლებს) ძალიან ხშირად მოგვიდუღებია ყავა ბრალდებულებითვის, თან საკუთარი ხელით (ყავის აპარატები მაშინ არ გვქონდა).
ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ თითქმის არასდროს მისარგებლია პენიტენციურ სისტემაში საპირფარეშოთი, ამას ვერავინ დამაყვედრის”
ეს პოსტი უცებ გავრცელდა და ლევან მახარაშვილი ბევრს სახალხო დამცველის აპარატის ის თანამშრომელი ეგონა, ვინც თეა წულუკიანმა ყავის დალევისა და დახეული ჯინსის გამო გააკრიტიკა, ლევან მახარაშვილმა მეორე პოსტი დაწერა:
}მეგობრებო, არასწორად იქნა აღქმული ჩემი წინა საჯარო პოსტი.
მე უბრალოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი ქალბატონ წულიკიანის საჯარო ,,პერფომანსზე”.
არასდროს არ ვმუშაობდი სახალხო დამცველის აპარატში, შესაბამისად არ ვარ მე ის კაცი”
კომენტარები