ბრალდებული ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას დღეს პარტიის „ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარედ აირჩევენ. პოლიტსაბჭო გლდანის ციხესთან პარტიის თავმჯდომარედ გოგი წულაიას წარადგენს.
პოლიტიკოსი დღეს “მთავარ არხს” ციხიდამ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია “ქართული ოცნება” რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს ამისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან აქტიურად იბრძოლებს.
“ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ივანიშვილის ბატონობა ამ ქვეყანაზე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს პატიმრები ივანიშვილის სახელით და ქართულმა ოცნებამ 43%-ზე ნაკლები აიღოს. ვიქნები აქტიური და მჯერა, რომ ციხიდან უფერო შევძლებ მეტი ხმების აღებას, ვიდრე გარეთ…დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ და მივაღწევ შედეგებს”, – აცხადებს წულაია “მთავართან”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გოგი წულაიას დღიურები ციხიდან | “დამადვეს ბორკილები და ჰერი-ჰერი გლდანის ციხისკენ”
კომენტარები