დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:
“მაილის რეპსი-იყო ესეთი ესტონეთის განათლების მინისტრი, ჩემი ყოფილი კურსელი ცენტრალური ევროპის უნივერსტეტში, სამსახურეობრივი მანქანით გაუშვა შვილი სკოლაში. გადადგომა მოუწია.
ჩვენ ის უნდა ვარკვიოთ, ღატაკი ქვეყნის უვიცმა პრემიერმა ჩარტერული რეისი ფილადელფიამდე იქირავა შვილის სამგზავროდ, თუ პარიზამდე. ეს ყოფილა მთავარი.
წიხლით უნდა გააგდო, მერე მოქალაქეების დახმარების ფონდი შექმნა მათი მოპარული სახსრების ბიუჯეტში დაბრუნების გზით. როგორც რუსეთის გაყინულ რეზერვებს აითვისებენ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, ამათი ნაძარცვიც მსხვერპლს უნდა დაუბრუნო.
ბოლო თეთრამდე უნდა მოიტანონ, რაც მოიპარეს.”
კომენტარები