ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილის, ტვ პირველის ეთერით, ნუგზარ წიკლაურს და ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ მის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან და ამბობს:
ნუგზარ წიკლაურზე რომ ვთქვა, რომ მის უკან დგას მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია, და ცუდ კონტექტში მოვიხსენიო, მე სწორი ვიქნები? აბა, ჰკითხეთ ბატონ ნუგზარს, მისი მეგობრები არიან. ბაჩო ახალაიას პოლიტიკური თანაგუნდელია ნუგზარ წიკლაური. რომ ვთქვა ბაჩო ახალია პოლიტიკაშია–მეთქი, სწორი ვიქნები? თან ცუდ კონტექსტში რატომ უნდა მოვიხსენიო? თუ ბაჩო ახალაიას რცხვენია ნუგზარ წიკლაურს, თუ ვანო მერაბიშვილის რცხვენია, თუ მიშა სააკაშვილის რცხვენია და 9 წლის რცხვენია, მაშინ რა უნდა ამ პარტიაში? მე საერთოდ არ ვყოფილვარ ამ პარტიაში და პატივს ვცემ ნაციონალური მოძრაობის წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც, ასე მიმაჩნია და მათ ეს უნდა დაასრულონ. თუ რამის რცხვენიათ, თქვან.
კომენტარები