რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე თქმით, შოვში ჩამოწოლილი მეწყერი საკმაოდ დიდია. ეს მან აიპიენთან საუბრისას თქვა.
“გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს”, – თქვა ქრისტინე კობახიძემ.
“სამაშველო მოდისო… საათნახევარი გავიდა… ჯერ მხოლოდ რეკავენ” – ადგილობრივი შოვიდან
კომენტარები