მალხა მაჩალიკაშვილი, სოციალური ქსელის მეშვეობით, ცოტნე გამსახურდიას დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიმართავს:
“ქალბატონო, მინდა პატარა რაღაცაში გაერკვეთ, სანამ წინა ხელისუფლების ლანძღვა გინებას დაიწყებთ. და ასევე გადავწყვიტე თქვენს პოსტს გამოვეხმაურო, თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად.
მე პირადად ყველაზე დიდ დანაშაულად ვთვლი უახლოეს ისტორიაში ზვიადის მკვლელობას. და მისი რეჟიმის დამხობას. ის ადამიანები ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს დღეს ხელისუფლებაში არიან. ძველი შევარდნაძისტები. და მეორე დანაშაული, მინდა ხმამაღლა ვთქვა.
ასევე ვთვლი ქართული ოცნების სისტემის მსხვერპლია, ფაქტიურად მოკლული, ჩემი ძმა და მეგობარი, პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია. რომელიც, დღესაც სიკვდილს ებრძვის. ვაჟკაცურად და დაუღალავად ის დღეს ამ მიწიერ ჯოჯოხეთს გადის. ქართული ოცნების სისტემის დამსახურებით.
მე ამ დანაშაულის ჩამდენებს და დამკვეთებს, სამუდამოს მივუსჯიდი, რომ იყოს ნება ჩემი. ამასობაში თქვენ იმ წინა ხელისუფლებას ლანძღავთ და ამ ხელისუფლებას აღმერთებთ, ეს ჩემთვის გაუგებარია და მეტიც დღეს საქალაქო სასამართლოსთან აქცია ტარდება, დაისაჯონ ის პირები საკადრისად, ვინც ცოტნეს თავს ეს ჯოჯოხეთ დაატრიალა. მიდით და იქ გააპროტესთეთ. ეს იქნება მართალი ნაბიჯი.
პატივისცემით მალხაზ( ვახა) მაჩალიკაშვილი ტერლოევი.”
კომენტარები