<div class="ArticleBodyVerbatim_verbatimMain__Hch-w"> <figure class="ArticleBodyVerbatim_articleThumb__2U-fI">პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:</figure> <figure class="ArticleBodyVerbatim_articleThumb__2U-fI">"დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ <em>ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030</em>. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული <em>ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020</em> წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ასევე ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში.</figure> <figure class="ArticleBodyVerbatim_articleThumb__2U-fI">კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, თვალსაზრისით ვითარება. ჩვენ ახლა ახალი დოკუმენტი მოვამზადეთ, გავლილია ყველა აქტორთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე სრულყოფილი სახით გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია, რომელსაც დღეს მთავრობა მოიწონებს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად."</figure> </div> <div class="ArticleBodyVerbatim_verbatimFooter__2IRwB"> <div class="ArticleContent_content__2DkJq article-content"> <div class="ArticleContent_contentTextWrapper__n-T_q content-text"> </div> </div> </div>
კომენტარები