ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ჩალაძე მასზე და ანა წითლიძეზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჭორს ეხმაურება, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“სინამდვილეში ეს ამბავი იყო ასე:
ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით და გადავწყვიტეთ პოლონეთში გაგვეხადა საჯაროდ.
ამის გამო ვიყავით მთელი დელეგაცია ვარშავაში ( ნუ თან მიშას ჯილდო შევიძინეთ)
მეჯვარეები: პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ივერი ბალახაშვილი და იგორ ნარმანია.
ანის მხრიდან თვითონ იტყვის.
ახლა მაინც მიხვდებიან კოლეგა ოპოზიციონერები როგორ შეგვიშალეს ამ ბედნიერ დროს ხელი.
აქვე დავამატებ – ჩემი რელიგია მაძლევს რამდენიმე მეუღლის უფლებას, ასე რომ წინა ქორწინება ისევ ძალაშია. ერთი დიდი ნაციონალური ოჯახი ვართ?”
ცნობისთვის, ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიზიტისას, უცხოური მედიის მიერაა გადაღებული.
“ვაკეში ბინას ვიფორმებ!” – ანა წითლიძე მასზე გავრცელებულ ჭორზე
კომენტარები