დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე:
“ახლა ბევრი იტყვის და კი ბატონო, მეც ვამბობდი თავიდან, რომ ავადმყოფს უნდა ეკეთოს პირბადე, მაგრამ ჯანმრთელს არა. მაგრამ ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი,
აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად, ვინ არ არის ავად, ამიტომაც, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, ვიღაც სხვა გავხადოთ ავად.
სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“
“ალია” – შეგახსენებთ, პაატა იმნაძე იმასაც ამბობდა, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან ვირუსი არ გადადის, მანამდე იმასაც ამბობდა, რომ გადადის, მერეც ხან ერთს ამბობდა და ხან მეორეს – იხილეთ აქ.
კომენტარები