წინასაწარი გამოძიების მიხედვით, ყაზახეთში, აქტაუში, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა – ამის შესახებ Euronews-ს აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა ექსკლუზიურად დაუდასტურეს.
წინასწარი გამოძიების მონაცემებით დადასტურდა, რომ გროზნოს თავზე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა გაუშვეს, რის შემდეგაც მოხდა ტრაგედია.
აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ Euronews-ს განუცხადა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის აეროპორტებში დაშვების უფლება არ მისცეს. თვითმფრინავს დაევალა კასპიის ზღვაზე გადაფრენა ყაზახეთში, აქტაუს მიმართულებით.
მონაცემების მიხედვით, იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი ზღვის მაღლა დაფრინავდა, მისი სანავიგაციო სისტემა გაჭედილი იყო.
კომენტარები