აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მმართველი პარტია “ენი აზერბაიჯანი” ქვეყანაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ალიევის პარტიამ პარლამენტში 125 ადგილიდან 68 მოიპოვა. წინა მოწვევის პარლამენტში მას 69 ადგილი ჰქონდა. პარლამენტის წევრად 44 დამოუკიდებელი კანდიდატი აირჩიეს, სხვა პარტიებმა კი, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობას, დარჩენილი ადგილები გაინაწილეს.
1 სექტემბერს გამართულ არჩევნებზე, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,27% შეადგინა, ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 6 421 000 ამომრჩეველი.
კომენტარები