ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონი, მთავარ არხთან საუბრისას, ამბობს:
“არასაფრენი ზონის დაწესება არც ისე ადვილია. საჭირო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ამ ოდენობით ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებშიც კი არ გვაქვს. ამიტომ, იმაზე ფიქრი, რომ ნატო ამას გააკეთებს, გულუბრყვილობაა. თუმცა, ამის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ამერიკელ ძმებსა და დებს ვთხოვოთ, რომ ამაზე სერიოზულად იფიქრონ. ყველაზე მნიშვნელოვანი ცის კონტროლია, რომელიც შეგვიძლია გავნახორციელოთ სხვადასხვა სახის ზომებით, არამხოლოდ ტაქტიკური, როგორიცაა ლიეტუვის მიერ მიწოდებული სტინგერები, არამედ ასევე სტრატეგიული და რაც უფრო მეტს მივაწოდებთ, მით უკეთესი.
ორი კვირის წინ ამას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აკეთებდა და ახლა ყველა აკეთებს. თუმცა, ეს იქნება არა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო დახმარება, არამედ ასევე ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, მის ყველა ბანკზე, ოლიგარქზე, ნავთობზე, გაზზე. ეს არის პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყურადღებით დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, რათა დავინახოთ, რომელ მხარეს დგანან ისინი. არიან ისინი უკრაინის მხარეს, რომლებიც ყველას, მათ შორის ლიეტუვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, თუ ცდილობენ, რომ ეკონომიკური სარგებელი მიიღონ ამ ომისგან, რაც, ჩემი აზრით, აღმაშფოთებელია.
კომენტარები