დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძის განცხადებით, ვინაიდან კორონავირუსის ახალი ტიპი დაახლოებით ერთი თვის წინ დაფიქსირდა, ამ დროისათვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.
ამასთან, იმნაძის თქმით, ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია, ადამიანი აღნიშნული დაავადებისგან დაიცვას.
„ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ძალიან ბევრი მოსაზრება, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერებისა, რომ წითურას ვაქციანას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება არის, ვინაიდან ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, ბავშვებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“ ,- პაატა იმნაძე.
კომენტარები