ენმ-ის წევრი, ნიკა ვაჩეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“ცივა. ყველას წყალი ჩამოგვდის სახურავიდან. გალესილი ჭერიდან ოთახში რაღაცეები ცვივა. არაუშავს, იდინოს რა. ცვიოდეს. არაფერს ვაკეთებთ. არ ვიმჩნევთ. ბაჟეში როცა ჩაეწვეთება ახალ წელს, მერე აღვშფოთდებით.
და პურმარილზე ქოლგით დავჯდებით?
აი ესეთი ამბავია წმინდა გიორგის ეკლესიაში გელათში.
აღვშფოთდეთ მაინც. ვინმე რომ ნერვიულობთ ეს მაინც გამოაჩინეთ სოციალურ ქსელში. ‘ჟეშტს’ გვახვეწნინებენ ერთი გენიალური ტაძრის გადასახურად.
კარგი.
მიტინგები და ქუჩის აქციები არ თქვათ. ხმამაღლა თქმაა ჯერ საჭირო. თუნდაც აქ. თქვენს “ვოლებზე”.
დათაგეთ ვისაც ევალება. გააგებინეთ რომ ვიღაცას მაინც შესტკივა გული. 3 კაცის გარდა.”
კომენტარები