მიუხედავად, ე.წ. კომენდანტის საათისა, გუშინდელ ისტორიულ მატჩს საფეხბურთო ტრიბუნიდან უყურებდნენ პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები…
გარეთ მყოფ გულშემატკივრებს კი ამ დროს პოლიცია ჯარიმებს უწერდა…
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც კალაძის, კობიაშვილისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების გარდა მატჩს ესწრებოდა მსახიობი ზურაბ ყიფშიძე.
სწორედ მასთან ჩაწერა “დაიჯესტმა” კომენტარი, სადაც ყიფშიძე სტადიონზე ყოფნის მიზეზებზე საუბრობს:
-მატჩს ვესწრებოდი, როგორც სტუმარი და როგორც „პირველი არხის“ თანამშრომელი
– სპორტული ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობთ? თამაში უნდა გაგეშუქებინათ?
-არ ვარ სპორტულ ჟურნალისტიკაში, უბრალოდ მიმიწვიეს, როგორც სტუმარი.
-პოლიტიკოსების გვერდით იყავით. ერთად მიხვედით მატჩზე?
-მთავრობის წარმომადგენლები იქ არ მინახავს, არც მივსალმებივარ. საერთოდ არ დამინახავს ისინი. ასე, რომ ცრუ ინფორმაცია გაქვთ თქვენ.
მოკლედ, სტუმარი ვიყავი და თან „პირველი არხიდან“. რომც არ ვყოფილიყავი, „პირველარხელი“ და ვყოფილიყავი სტუარი, რა არის რო? მე, გამომიგზავნეს საშვი, ტელევიზების მუშაკებს აძლევნ საშვებს. რა არ მოეწონა? ვის არ მოეწონა? ცივი წყალი დალიოს, რა ვქნა ახლა“
როგორც ფოტოებზე ვხედავთ, ზურა ყიფშიძე და “ოცნების” წევრები გვერდიგვერდ დგანან, რატომ ვერ “იცნო” ისინი მსახიობმა და რატომ არ მიესალმა, ამ საკითხზე მას კომენტარი არ გაუკეთებია!
კომენტარები