“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე:
“ჩემთვის გაუგებარია პროკურატურის ეს მანევრი თითქოს მათ ისეთი რამ მოისმინეს, რომ დრო სჭირდებათ და პასუხი არ აქვთ, სინამდვილეში ყველაფერი არის ხელისგულზე 3 წელიწადია. ამისთვის დრო არ სჭირდებოდათ, ცხადია, რომ რაღაც მანევრია.
ის, რომ აქ მტკიცებულება კი არა ნიშან-წყალიც კი არ არსებობს იმის რაზეც 3 წელიწადია დაგვდევენ, ყველასთვის ნათელია და ერთადერთი ლოგიკური დასასრული არის ძალიან სწრაფად ამ ყველაფრის დასრულება”
შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო და 11 იანვარს გაიმართება.
კომენტარები