თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიბომბა ქართული მხრიდან ცხინვალი, თუ იქ საცეცხლე წერტილი არ იყო და ეს შეკითხვა გენერალ მამუკა ყურაშვილს დაუსვა.
მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქი ცხინვალი არ დაუბომბავთ და ეს რომ ასე ყოფილიყო, მოწინააღმდეგ მხარე ამ ფაქტებს წინ დაუდებდა სასამართლო დავებში.
გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებით, კადრებში სავარაუდოდ ლაპარაკია კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე მიტანილ იერიშზე, სადაც მოსახლეობა არ იყო. კუსირეთი და კვერნეთი არის სოფლები ცხინვალიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლზე, სადაც ყურაშვილის თანახმად, მოწინააღმდეგ მხარეს დომინირებული სიმაღლეები ჰქონდა მოწყობილი და იქიდან ქართულ სოფელ თამარაშენს ბომბავდა.
წულუკიანი:
–ეს არის გარეუბანი ცხინვალის?
ყურაშვილი:
–აი, კუს ტბაზე რომ იყოს საუბარი [თბილისის შემთხვევაში]”
წულუკიანი:
–კუს ტბა… ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონი… კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი რაიონია… ცხინვალის გარეუბანი… ნუ ცხინვალია, კუს ტბა – თბილისია…
ყურაშვილი:
–გმირთა მოედნიდან თუ უყურებ, გგონია, რომ ვაკე იბომბება, ამ დროს კუს ტბის მისადგომებთანაა სროლა.
წულუკიანი:
–იქ მოსახლეობა იყო?
ყურაშვილი:
–არა.. მაქედან ძირითადად თამარაშენს უტყამდნენ. თამარაშენის სკოლის დაცხრილვა ძირითადად მანდედან ხდებოდა.
წულუკიანი:
–მაშინ ასეთი კითხვა მიჩნდება, როდესაც თქვენ კუსირეთს და კვერნეთს უმიზნებთ ეს ხომ არ არის ის შემთხვევა, როცა პროფესიონალმა სამიზნე ვერ განსაზღვროს და სხვაგან დაარტყას, შეიძლება ეს მოხდეს… თუ ეს არ ხდება.
ყურაშვილი:
–შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ როგორც ასეთი, ცხინვალში დაბომბვა არ ყოფილა. [რომ ყოფილიყო] მაგას დაგვიდებდნენ [სასამართლო დავებში].
კომენტარები