უფლებადამცველი ბაია პატარაია:
„ერთი თანამედროვე კარგი მხატვრის ნახატზე ორი შიშველი ქალია გამოსახული და ვიღაც (უმეტესად) ქალები მხოლოდ ამის გამო ამუნათებენ ნახატს და ამით ცდილობენ თავის კაიქალობას და ზეპატიოსნებას გაუსვან ხაზი. ხოდა, ეს არის აბსურდი!
ეს არის პატრიარქალური ნაგავი, რითაც თავი აქვთ ამოვსებული ამ ქალებს. ცხოვრებაში ხო გამოხრეს ქალები, მოკლულებიც ხომ არ მოასვენეს და ახლა ნახატის ქალებს დასდევენ შოჩიკით და უთვლიან ვისთან და რანდენჯერ ჰქონიათ სექსი. კაცები კიდე უარესად იქცევიან, შეიძლება ფეისბუქზე ენას არ ატარტარევენ, სამაგიეროდ წიხლებს ურტყამენ თავიანთ ცოლებს.
სწორედ ეს არის მახინჯი პატრიარქატი, რომელიც ცოცხლად ხრავს და მერე კლავს ქალებს. ყველა ქალი, ვინც პატრიარქატს მსახურებს სასარგებლო იდიოტია. თავად მონობაში და ტანჯვაშია, რომლებსაც ან გავაგებინებთ, ან ვერ გავაგებინებთ საკუთარი მონობის არსს. კაცებიც ნაკლებად, მაგრამ მაინც მტკივნეულ მარწუხებში არიან მოქცეული – პატრიარქატს ფეხზე ჰკიდია კაცის მოწყვლადობა და პრობლემები და მათგან მხოლოდ აგრესიას, ბატონობას და სხვების დაჯაბვნას მოითხოვს.
პატრიარქატის ხელში ქალი ყოველთვის მსხვერპლი იქნება, კაცი კი მოძალადე. ხოდა ვისაც არც მსხვერპლობა გვინდა და არც ძალადობა, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ თანასწორად თანასწორობისთვის.
ქალები და კაცები ერთმანეთში კი არ უნდა ომობდნენ, არამედ ერთად უნდა ებრძოდნენ და ამხობდნენ პატრიარქატს უფრო სამართლიანი, უფრო მზრუნველი და უფრო სიყვარულიანი მომავლისთვის, რომელიც ტანჯვაზე და ჩაგვრაზე არ დგას!
პ.ს. 25 ნოემბერს, 8 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გელით, მსვლელობით წავალთ პარლამენტამდე და მოვითხოვთ გაუპატიურების კანონის შეცვლას.“
კომენტარები