სცენარისტი ქეთი დევდარიანი:
,,ცხრა აპრილი დადგა და ვკითხოთ ჩვენ თავს, ცხრა აპრილის გმირებმა, 16 წლის გოგოებმა, ორსულმა ახალგაზრდა ქალმა, პატრიოტმა კაცებმა და ქალებმა, ჩვენმა ხანდაზმულმა ბებიებმა თავი იმას შესწირეს, რომ დღეს საქართველოს კოლაბორაციონისტები, ბიძინას მაყუთის და მშვიდად ძილის დარაჯები, ლოგინში პროჭულად შეწოლილები და დაბალი დონის ხელისბიჭები მართავდნენ და ყველგან არცხვენდნენ?!
ომში გმირულად მებრძოლ უკრაინას უნდა ამუნათებდნენ, რა გინდათ, აი, ერითრეამ და ბურუნდიმ არ მისცეს რუსეთის გარიცხვას ხმა და ჩვენ მივეცითო?!
მორალური კატასტროფაა ამათი ატანა. მთელი თავისი გაიძვერების და დებილების არმიით.”
კომენტარები