პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. 26 ოქტომბრიდან პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე, ხელისუფლება არის დროებითი და ეკუთვნის ხალხს, ხალხს რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი და ხალხის ძალაუფლებას პრეზიდენტის მეშვეობით ღებულობს პარლამენტი. არჩევნების ლეგიტიმურობა მტკიცებულებების საფუძველზე ეჭქვეშ დააყენა ეუთო ოდირმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ბარიერ გადალახულმა პოლიტიკურმა პარტიებმა. არცერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ (ალბათ უნგრეთის გარდა), არ აღიარა არჩევნები ლეგიტიმურად, შესაბამისად პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ბრძანებულება და საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად დაავალოს ცსკოს ორი თვის ვადაში ჩაატაროს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები.P.S რას შვებით პატივცემულო პრეზიდენტო და ოპოზიციავ, გუშინდელი განცხადებები, განცხადებებად რჩება თუ თქვენს განცხადებებს მოქმედება მოყვება? მარტო იმის ძახილი, რომ ბოიკოტს უცხადებ და არ შეხვალთ პარლამენტში თუ არ იმოქმედეთ სამართლებრივ ფარგლებში, ცხვრის ფარას მოწყვეტილი ცხვრები იქნებით და მწყემსი სულ ცემატყეპით “შეგამსერებთ” ცხვრის სადგომში.“
კომენტარები