პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ბექა ოდიშარიას განცხადებას ეხმაურება:
„დარწმუნებული ვარ, სჯერა, რომ კარგი რამე თქვა, ამაშია მთელი პრობლემა.
ჩვენი მშობლები, მუქთახორები არ არიან, მათ მთელი ცხოვრება ძალიან მძიმე შრომაში გაატარეს. წლების განმავლობაში, უთენია გადიოდნენ სახლიდან, გვიან ღამით ბრუნდებიდნენ და გადაქანცულები, ჩვენს აღზრაში ხარჯავდნენ ბოლო ენერგიას.
წლების განმავლობაში მამაჩემს სახლიდან მიქონდა საჭმელი გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებისთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო მათ შიმშილით კლავდა. ვიღაც ჩინოვნიკი იპარავდა საჭმლის ფულს და უპატრონიდ დარჩენილ პაციენტებს პურიც არ ჰქონდათ. წლების განმავლობაში, დედაჩემი, ჟურნალისტი, ფეხით დადიოდა ძალიან დიდ მანძილზე სამსახურში, იმიტომ, რომ ტრანსპორტი, უბრალოდ არ იყო. თან პატარა ბავშვებს ზრდიდა, ყოველგვარი დახმარების გარეშე და ავადმყოფ მშობლებს უვლიდა.
ჩვენი მშობლები მუქთახორები არ არიან, მათ უმძიმესი ცხოვრება გაიარეს და მაინც გვსწავლიდნენ, რომ კორუფცია საზიზღრობაა, ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას და მთავარია პატიოსანი შრომა. უბრალოდ, თქვენ ეს არ გესმით, იმიტომ რომ არც ასე გიცხოვრიათ და არც ეს გისწავლიათ.
უფსკრულია ჩვენს შორის და ჩვენ ნათელ მხარეს ვდგავართ.“
კომენტარები