ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ,” – წერს მამა ანდრიამ facebook გვერდზე.
კომენტარები