“ნაციონალური მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება სევდია უგრეხელიძე:
“იშვიათად ვხსნი ფბ-ს და რას ვხედავ? ლანძღვა-გინების ნიაღვარს. ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ყველა “ცოდვებს” უხსენებენ, ლამის უბიწობის ან სისხლის ჯგუფის ცნობა მოსთხოვონ. ერთგულებას მიშა არ ითხოვდა-ყველას პატიობდა.
მაშინ აჯობებს, უცხოეთიდან მოვიწვიოთ ვინმე მენეჯერად. მაგალითად კუბილიუსი. მაინც ყველას ნაცებს ეძახის ქოცპროპაგანდა.
აბა “წმინდა სისხლის” ნაცი მე ვარ, მაგრამ კანდიდატობას არ ვაპირებ. ამ ბრალდებებით რას ვაღწევთ? ვინც გინდა აირჩიონ, პარტია გაიხლიჩება. მტერი გაიხარებს”
კომენტარები