უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი:
“კრემლის დიქტატორ ლიდერს 9 მაისამდე სურს უკრაინის განადგურება, შემდეგ კი აღლუმით გამარჯვების აღნიშვნა. „წმინდა თარიღები“ უყვარს. ზეიმი ჯერ ნაადრევია. მტერი ასე უბრალოდ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას, ის ასე მარტივად არ დატოვებს უკრაინის განადგურების იდეას. ის ახლა თავისი ძალების მობილიზებას ცდილობს იმისთვის, რომ შემდეგი დარტყმა მიაყენოს უკრაინას. ყოველი გათავისუფლებული ქალაქის უკან ჩვენი გოგო-ბიჭების სიკვდილი დგას. წინ ბევრი ბრძოლა გველის და არავის ვურჩევ მოდუნებას. სიტუაცია არ არის ისეთი სასიხარულო, როგორც ყველას გვსურს”.
კომენტარები