„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში ამბობს:
“ნამაზი არის რელიგიური რიტუალი, რომელსაც სჭირდება დღეში ხუთჯერ გარკვეული მოქმედების შესრულება. ნამაზის შესრულება რომ ატარებდეს საფრთხეს, ვირუსის თვალსაზრისით და საქართველოში ვინმეს ეთქვა, რა იყო დღეში ხუთჯერ რომ არ წაიკუზოთ არ შეგიძლიათო. დაეწყობოდა თუ არა ყველა ჩვენი უფლებადამცველი და შეაფასებდა თუ არა ამას სიძულვილის ენად?!
ყველაზე დიდ ქრისტიანულ საიდუმლოს, წმინდა ზიარებას კოვზის ტლეკვას რომ ეძახი, ეს სიძულვილის ენა არ არის?! თუ ამას შეფასება არ სჭირდება?! სიძულვილის ენაა რწმენაში მყოფი ადამიანისთვის, რომელიც რწმენით მიეახლება უფლის სისხლს და ხორცს, იზიარებს და იწმინდება, შენ რომ ამას კოვზის ტლეკას ეძახი. ეს არის სიძულვილის ენა და ამას სჭირდება შეფასება. ლიბერალიზმის გამოცდაა.
ჩემი პოზიცია კი ასეთია, დარჩი სახლში. მგონი ეს არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შეიძლება ითქვას გმირობაც. საბოლოო მიზანი ყველა რიტუალის არის სულის ცხონება, ანუ გადარჩენა. დავიმახსოვროთ ეს სიტყვა, გადარჩენა. დავიმდაბლოთ თავი და სახლში დავრჩეთ. აღდგომა სიცოცხლეზე სიკვდილის გამარჯვებაა და მოდით სასაფლაოებზეც ცოტა მერე გავიდეთ. დავიცვათ კანონი“
კომენტარები