ეს ვანდალური აქტი საბერძნეთში, კერძოდ პლატი მესინიაში მოხდა.
სამმა მოზარდმა იქ არაერთი საფლავი გაძარცვა მიცვალებულებისთვის ჩატანებული ძვირფასეულობისა და სხვა ნივთების დაუფლების მიზნით.
12, 15 და 21 წლის ბიჭები სრულიად შემთხვევით გამოიჭირეს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ხორცის მაღაზიაში შეიჭრა, თუმცა მეპატრონემ მას წინააღმდეგობა გაუწია და პოლიცია გამოიძახა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვა საფლავების ძარცვა მას და მის კიდევ ორ არასრულწლოვან თანამზრახველს რომ უკავშირდებოდა.
გაძარცვულ საფლავებს შორის გახლავთ ცნობილი ბერძენი ექიმის ცოლის საფლავიც. ბრალდებულებმა ქალის ცხედარი ამოთხარეს, თუმცა იქ მათთვის საინტერესო არაფერი აღმოჩნდა, რის შემდეგაც გარდაცვლილი სახით სასაფლაოს შესასვლელისკენ, ფეხი-ფეხზე გადადებული დასვეს.
იმავე დღეს მათ კიდევ 5 საფლავი გაძრცვეს.
ინფორმაციას ვანდალიზმის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
პრაიმტაიმი
კომენტარები