ცნობილი მგალობელი, რეგენტი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი ლია სალაყაია გარდაიცვალა. ის 74 წლისა იყო.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ლია სალაყაიას პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მათივე ცნობით, ლია სალაყაიას შაბათს, 7 აგვისტოს, სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალავენ.
კომენტარები