კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ვერაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მისთვის სხვა დეტალები უცნობია.
„მსახურებაზე ვარ. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. გავერკვევი და სავარაუდოდ, დამატებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება“, – განაცხადა მამა ანდრიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ხარების დღესასწაულზე, 7 აპრილს, ტაძარში იმყოფებოდა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად მსახურებდა.
იმედინიუსი
კომენტარები