ვრცელდება ინფორმაცია თუ ვინაა სასულიერო პირი ვინც ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, დაღუპული ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე ემსხვერპლა. ასევე, სამწუხაროდ, ავარიის შედეგად დაღუპულია მისი 8 წლის შვილიც.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა.
კიდევ ერთი მოზარდი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები