დღეს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე გასროლა მოხდა. სროლის დროს არავინ დაშავებულა.
„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა უკვე იდენტიფიცირებულია.
ის ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, რომელიც ოპოზიციის აქციის დროს ბიზნეს ცენტრთან საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
მასთან ერთად იმყოფებოდა მისივე მეგობარი და როგორც ირკვევა, ჰაერში გასროლის შემდეგ მძღოლმა გზა განაგრძო.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილია, ზემოხსენებული პირი პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.
“ალიას” ინფორმაციით კი, შსს-ს მუხლის გადაკვალიფიცირება მოუწევს, სავარაუდოდ და სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.
კომენტარები