სააგენტო “pia”-ს ინფორმაციით, წნორში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ექიმი, ნ. ხ. გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის თქმით, მათ ამ ეტაპზე, მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნიათ.
დამატებითი დეტალები როგორც კი გახდება ცნობილი, ინფორმაციას აქვე გავაახლებთ.
განახლება:
მოგვიანებით, სააგენტო “pia”-მ დააკორექტირა ტექსტი და დაწერა:
“არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი, რომელიც ერთი დოზით იყო აცრილი, კორონავირუსით ინფიცირდა. მან ინფიცირებამდე მეორე დოზით ვაქცინაცია ვერ მოასწრო. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სიმსივნით იყო დაავადებული.”
კომენტარები