მსახიობი გიორგი გურგულია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს:
„არც სასამართლო მერჩის, არ ვიცი, პროკურატურას რა ვუთხრა. რეალურად რაც მოხდა, თითიდან გამოწოვილი იყო, დამიჯერეთ. თუმცა, ახლა აღარ მიჩივის, მაშინაც „ნაციონალმა“ მეზობლებმა შეიყვანეს შეცდომაში, თორემ რეალურად არაფერი მომხდარა, სისულელეზე აღელდა. ქალებისას რას გაიგებს კაცი, თუმცა მე ყველასთან ვმეგობრობ. ოთხი ცოლი და ოთხი შვილი მყავს. რაც უნდა მოხდეს, ის ჩემი შვილის დედაა და უაღრესად დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხისტი ადამიანია და ერთმანეთს ვერ ვეგუებით.
ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე თუ ფიქრობთ?
ბევრი იმიტომ ეძებს მეორე ნახევარს, რომ მარტო არ იყოს და მე მარტო დარჩენის არ მეშინია. მე და ჩემს რამდენიმე ძმაკაცს გადაწყვეტილი გვაქვს, 70 წელს რომ გადავცდებით, კაბები ჩავიცვათ, ბერებად შევდგეთ და ხატწერას მივყოთ ხელი…“
შეგახსენებთ, მსახიობ გიორგი გურგულიას მეუღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებდა და სასამართლომ გირაოს სახით 4 000 ლარი შეუფარდა.
კომენტარები