ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“ვინ არის ის საქართველოსთვის – ცოლი, საყვარელი თუ ეს არის ანგარებიანი ქორწინება? როდესაც ამ კითხვას დასვამს რუსეთის პირველი არხი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ – და პირველ აქცენტად იმას გამოიტანს, რომ ზურაბიშვილი გააბრაზა ფრენების აღდგენამ, შემდგომ მისი მისამართით ნასროლი ტალახის გამა, არც არის საინტერესო.
ანუ პრეზიდენტის კრიტიკაზე “მორატორიუმი გამოაცხადა” ხელისუფლებამ, მაგრამ პრეზიდენტის გაშავება რუსეთმა იკისრა.
როგორი ცუდებიც უნდა იყვნენ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი და ზურაბიშვილი ისინი ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის არჩეულები არიან და სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენენ. თუმცა მესმის რომ ეს ძნელი გასაგებია – ჩვენ ხომ მუდამ უდიერად ვექცეოდით იმათ, ვისაც ვირჩევდით – ვკლავდით, ვაძევებდით, ვიჭერდით დავცინოდით…. უბრალოდ ახლა სხვა ეტაპია – ზურაბიშვილი უნდა ვალანძღინოთ და ფეხიც ავუბათ რუსულ პროპაგანდას. “ფაქტები” აქედან მიაწოდეთ, თუ ისინი გაწვდიდნენ ამ დრომდე? ბევრი რამ მოვისმინე ისეთი, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენ. ცუდი ის არის რომ ხელისუფლებას – განსაკუთრებით იმ ტიპებს, ვინც ქალბატონი პრეზიდენტის არჩევნების დროს საკუთარ გვარ სახელზე უარი თქვით და ყველანი სალომე ზურაბიშვილი გახდით, ეს აღგაგზნებთ. თუმცა, მე მეცინება თქვენზე სალომეეებო…. ეგ სიბინძურე თქვენ უფრო გეკუთვნით, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს – ვისთვის კარგს, ვისთვის ცუდს – ამას მნიშვნელობა არ აქვს…”
კომენტარები