თამო ვაშალომიძე „მარაოს“ მკითხველს უზიარებს წონაში კლების საიდუმლოს:
როგორია შენი დილის რუტინა?
– ჩემი დილა იწყება ყინულით. ორი წელიწადია ტრადიციად მაქვს, სახეზე ორ ყინულის კუბს ვიტარებ ყოველ დილით. შეშუპებას ყინული აუცილებლად შველის. შემდეგ დღის მკვებავს ვისვამ, საღამოსაც მკვებავს ვისვამ. რომ გითხრათ, რომ სახეზე ბევრ რამეს ვიკეთებ ან კოსმეტოლოგის სახის წმენდებს ვიტარებ, ასე არ არის. იყო პერიოდი, როდესაც დილით ადგომისთანავე თვალებს ვიშავებდი. სხვათა შორის, ჩემმა ბიჭმა გადამაჩვია მუქ მაკიაჟს და რამდენი თვეა უკვე აღარ ვიკეთებ.
როგორ დაიკელი წონაში?
– როდესაც დაკლება მინდა, იმ პერიოდში არ ვჭამ ძილის წინ სამი საათით ადრე. თუ მშიერი ვარ, 59 კგ ვარ, თუ ნაჭამი – 60 კგ. ამ წონას ვინარჩუნებ, მაგრამ თუ ამას გადავედი და ბევრი შოკოლადი ვჭამე, ცომეულს ვიღებ მენიუდან, ცხიმიან საჭმელს ვერიდები და ჩემი დიეტა ასე შემოიფარგლება. არაფერს არ ვკრძალავ, რადგან იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მკაცრ დიეტებზე ვიყავი, გრამობით ვიკვებებოდი, მოხარშული ბრინჯი, მოხარშული ქათამი და უარესად გავსუქდი, მერე რომ ვარღვევდი. ფსიქოლოგიურადაც „დამერხა“, გაგიჟებული ვიყავი, იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები ჭამდნენ და არ იმატებდნენ. მერე სოფიაზე რომ დავორსულდი, შევიმუშავე ჩემებური კვების რაციონი. პურს ისედაც არ ვჭამდი, გაზიანი სასმელი არ დამილევია, ბორჯომს ისედაც არ ვსვამდი, მხოლოდ ნაბახუსევზე თუ დავლევ და ასე ვინარჩუნებ ფორმას.
დიეტას ვარჯიშს არ ახმარ ფორმის შესანარჩუნებლად?
– ვარჯიში არის აუცილებელი, მაგრამ ვარჯიშის დოზასაც გააჩნია, იმიტომ, რომ ყოველდღე ვვარჯიშობდი, ცხიმი გადაიზარდა კუნთად და ვეღარ ვხდებოდი. კვირაში ვვარჯიშობ ორჯერ და ვცდილობ, ფეხები ძალიან არ დავტვირთო, იმიტომ, რომ ფეხების გასუქებისკენ მაქვს მიდრეკილება. პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს.
„მარაო“
კომენტარები