გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:
„ჩემი ღრმა პატივისცემისა და სიყვარულისა, როგორც ჩანს, პატრიარქის ავტორიტეტის საკითხიც დგება უკვე. ცოტა ეჭვიც მეპარება, შეიძლება პატრიარქი რაღაცების აზრზე არ იყოს. ამასაც ვუშვებ, თუმცა ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ყველაფერი დამალული ჰქონდეს პატრიარქს, მაგრამ რასაც საპატრიარქო შვება, რას ელოდება, სიკვდილს ელოდება?! ხალხო, მიშას სიკვდილს ველოდებით და მერე გასვენებაში ვგეგმავთ რაღაცებს?! როგორ არის ჩვენი საქმე. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის სახუმაროდ ჩამოსული ეს ადამიანი“
კომენტარები