ყოფილი პარალმენტარი, პაატა ჯიბლაძე:
,,ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს ნავთობის ფასის კლებას ველოდებითო,არადა გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ამერიკული WTI მარკის ბარელი ნავთობის ფასი 90$,ხოლო ბრენტის მარკისა 95$ გახდა! ამავე დროს სახეზე გვაქვს ლარის სტაბილური გამყარება,რომელიც უკვე 2.7 ლარის ნიშნულზეა.სამწუხაროა,რომ ეს ფაქტორები არანაირად არ აისახა არც საწვავის (მაგ. პრემიუმი საშუალოდ როგორც ღირდა 3.50 ლ.ისევ მაგდენი ღირს) და არც პროდუქტების ფასებზე. მინდა შევახსენო საზოგადოებას,რომ დღევანდელი საწვავის ფასების ზრდა მთავრობამ და იმპორტიორმა კომპანიებმა დააბრალეს მსოფლიოში მარტის თვეში ნავთობზე გაზრდილ ფასებს,როდესაც 1 ბარელის ღირებულებამ 140$ მიაღწია და როგორც ზემოთ მოგახსენეთ მისი ღირებულება დღეისათვის უკვე 28-30% შემცირებული. მინდა მივმართო მთავრობას, რათა დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრებული, გაუმაძღარი ნავთობისა და პირველადი მოთხოვნილების საკვები პროდუქტების იმპორტიორი კომპანიების მადის დასაოკებლად!!! ცოტა ხალხზეც იფიქრეთ, ნუ ღ ო რ ო ბ თ…”
კომენტარები