ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლეს. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
კომენტარები